Saturday, 10 November 2018

პროექტი-აკაკი წერეთელი

პროექტის სახელწოდება
აკაკი--,,საქართველოს ბულბული“
პროექტის მთავარი თემა
,,ვინც თავის მამულს სულსაც არ სწირავს, იმას არ ჰქვია მამულიშვილი“
პროექტის აქტუალურობა
ამ სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ რომ „საქართველოს ბულბული“ არა მარტო ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებელია ,არამედ დიდი პატრიოტიც, რომელიც მზად იყო სულიც კი შეეწირა ქვეყნისთვის, აღეძვრებათ მოტივაცია  უფრო კარგად გაეცნონ აკაკი წერეთლის აქამდე მათთვის უცნობ პატრიოტულ ლირიკას, მის პუბლიცისტიკას, რომელიც ქართველთა დამღუპველ სენს-გათიშულობა ,,ეძღვნება’’, რაც, სამწუხაროდ ,დღესაც საკმაოდ აქტუალური პრობლემაა.
მონაწილეთა ასაკი
                              14-15  წელი
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
აკაკი წერეთლის ნაწარმოებები ,ფურცლები, კალმები, პროექტორი, კომპიუტერი, ფორმატის ფურცლები, მიკროავტობუსი, ციფრული აპარატი, საგზალი.
ვადები/ხანგრძლივობა
                                    2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები ,რაც შეიძლება შეიქმნას
მოსწავლეები შეძლებენ ,უფრო ახლოს გაეცნონ აკაკი წერეთლის პიროვნებასა და შემოქმედებას ,განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობითი უნარები, ასევე აღეძვრებათ აკაკი წერეთლის თანამოკალმეთა შემოქმედების შესწავლის მოტივაცია. განუვითარდებათ კითხვის, აზროვნების, წერის, ისტ–ის გამოყენების უნარები.


პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
 მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიება „საქართველოს ბულბული“

                 1.          ღონისძიების მომზადება
                  2.          ღონისძიების ჩატარება
   3.გაზეთის გამოშვება მოსწავლეთა მიერ, რომელიც მიეძღვნება  აკ. წერეთლის  შემოქმედებას
                 4.          მოეწყოს ექსკურსია აკაკის მშობლიურ მხარეში–                     საჩხერეში, სავანესა და          სხვიტორში
5.          ჩატარებული მუშაობის შეჯამება, დისკზე ჩაწერა

კავშირი სხვა საგნებთან და ესგ-თან
ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა.

ქართ. IX. 6.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა  თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა

წერა

ქართ. IX. 9.

პროექტის ხელმძღვანელი
ელისო ბერაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
nikolozi005@mail.ru



1 comment:

  1. კარგა შედგენილი თემატურია.ყოჩაღ

    ReplyDelete

ჩემო მოსწავლეებო,მიგითითეთ დაპირებული მხატვრული ლიტერატურა. იმედია ,ბევრ წიგნს წაიკითხავთ და აიმაღლებთ თქვენი ცოდნის დონეს. ველოდები ...