ანდაზა--სხარტი ხალხური გამონათქვამი, რომლითაც ბრძნული აზრია გამოხატული.
რა არის ანდაზა?
ანდაზა (ლათ. proverbium) ხალხური სიტყვიერების ჟანრი (შეიძლება იყოს ლიტერატურულიც); სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება. დამრიგებლობითი შინაარსის იუმორისტულ-სატირული ხასიათის თქმა. ანდაზათა უმრავლესობა რაიმე საყოველთაოდ მიღებულ ნორმას ან პრაქტიკულ კონცეფციას გამოხატავს. ანდაზა, რომელიც აღწერს ქცევის ნორმას შეიძლება იწოდოს, როგორც „მაქსიმი“. თუ ანდაზა გამოირჩევა განსაკუთრებით დახვეწილი სტილით, მას „აფორიზმი“ ეწოდება. ანდაზები ხშირად ნასესხებია სხვადასხვა ენებიდან და კულტურებიდან და ზოგჯერ თანამედროვეობაში ერთ ენაზე მეტი წყაროდან მომდინარეობს. ანდაზათა შესწავლას პარემიოლოგია ჰქვია.
მიუხედავად დამრიგებლური ხასიათისა, მცდარია აზრი იმის შესახებ, თითქოს ანდაზა აუცილებლად წარმოადგენს სიბრძნეს (სახალხო სიბრძნეს) ან გვაწვდის პროგრესულ მორალურ-ეთიკურ ნომრას. ხშირია მაგალითი იმისა, რომ ანდაზა ეფუძნებოდეს უმეცარ, მაგრამ ხალხში გავრცელებულ საერთო აზრს. არ არის გამართლებული ანდაზის ჩართვა ბავშვთა აღმზრდელობით პრაქტიკაში - ახსნისა და დასაბუთების გარეშე.

არაბული ანდაზები
- ის შეიცნობს ღმერთს ყველაზე უკეთ, ვინც ღვითისგან მხოლოდ ბოძებულს დასჯერდება
- ხალხი მიჰყვება გამარჯვებულს
- რაც უფრო მოგემატება ჭკუა, მით ნაკლებს ილაპარაკებ
- როცა კამათი უაზროა, საუკეთესო რიტორიკა დუმილია
- ცეცხლი საკუთარ თავს ამოწვავს, თუკი ვერაფერს იპოვის დასაწვავად
- ღმერთი დაეხმარება მას, ვინც თავის თავს ეხმარება
- ყველა ჩვენგანი თანასწორი, ისივე, როგორც სავარცხლის კბილები
ჩინური ანდაზები
- ადამიანები და არა კედლები ჰქმნიან ქალაქს
- ის, ვინც კითხვას სვამს, 5 წუთითაა ბრიყვი, ხოლო ის, ვინც არასდროს სვამს კითხვებს, სამუდამოდ ისეთივე ბრიყვად დარჩება
- ნურაფერს ნუ შეიყვარებთ, და როცა დაკარგავთ რამეს, გულიც აღარ დაგწყდებათ
- ეშმაკსაც კი ატრიალებინებ წისქვილის ქვას, თუკი ფული გაქვს
ბერძნული ანდაზები
- აქლემი ვერასდროს ხედავს თავის კუზს
- ბრმების სამეფოში ცალთვალა კაცი მეფობს
- ფეხშიშველმა კაცმა ცალფეხა კაცი დაინახა და გულზე მოეშვა
- გაბრაზებული ქალი იგივეა, რაც გაბრაზებული ზღვა
- ძუნწ ქალთან ერთად ცხოვრებას ეშმაკთან ცხოვრება სჯობს
- ვინც ერთხელ მაინც დამწვარა ცხელი რძით, მაწონსაც კი სულს უბერავს ხოლმე
- მხოლოდ ბავშვისა და გიჟისგან თუ გაიგებ სიმართლეს
- ნუ იმღერებ იმაზე უფრო მაღალ ნოტაზე, ვიდრე შეგიძლია
ინგლისური ანდაზები
- ბანკირი, ეს ის ადამიანია, ვინც გათხოვებს ქოლგას მაშინ, როცა მზე ანათებს და უკან გამოგართმევს, როგორც კი წვიმა დაიწყება
- ჯაჭვი არასდროსაა თავის ყველაზე უფრო სუსტ რგოლზე ძლიერი
- მამალი მაგარია თავის საქათმეში
- ყველა კატას უყვარს თევზი, მაგრამ ვერცერთი ვერ იტანს თათების დასველებას
- საქმეები უფრო ხმამაღლა მეტყველებენ, ვიდრე სიტყვები
გერმანული ანდაზები
- სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა
- ვისაც ბევრი ფული აქვს, მეგობარიც ბევრი ჰყავს
- ქალს თუ სძულხარ, ესე იგი მას უყვარდი, უყვარხარ ან შეგიყვარებს
- ყველას რომ ენდო, სიბრიყვეა, არავის ენდო – მტარვალობა
- ქალი იცინის, როცა ეცინება და ტირის, როცა სურს
იაპონური ანდაზები
- კარგი ქმარი ყოველთვის ჯანმრთელია და არასდროს არის სახლში
- ღორი განიერია წინიდან, მაგრამ ვიწროა ზურგიდან

კარგი თესლი კარგი მოვლით კარგ მიწაში არ დალპება. | |
აღმართი და დაღმართი, არც ერთია წაღმართი. | |
ტყუილს ბოლომდე უნდა მიჰყვე, რომ გაკიცხოო. | |
უნახავმა ლაფი ნახა და შიგ ჩავარდაო. | |
მსხვილად და წვრილად დამრთავებს, ერთი ფასი ჰქონდათო. | |
ხე სადაც მოიჭრება, ნაფოტიც იქ დაცვივდებაო. | |
ზოგი რჩებოდა ბედითა, ზოგი - ვერც შეჭირვებითა. | |
მტერი გეთანხმება, მოკეთე - გედავებაო. | |
ქარის მოტანილს - ქარი წაიღებსო. | |
შვიდმაისის წვიმად არ ღირსო. | |
უვიცსა და თითლიბაზსა, სათავეში რა უნდაო. | |
ჭკუა ფულზე არ იყიდებაო. | |
ცოლ-ქმრის ამბავი მარტო ლოგინმა უნდა იცოდესო. | |
სიღარიბე კარგი რომ იყოს, ჩვენ ვინ დაგვანებებდაო. | |
კუილს უკან, პრუწიო. | |
ფურო, ვისი ხარო და ვის კარზეც ვბღავიო. | |
პატრონი წანაღებსა ჩიოდა და მგელი - დანაგდებსაო. | |
შენი ჭირიმე, გუთანო, პური მაჭამე მუდამო. | |
სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი. | |
ხანი გაივლის, ჭირიც გაივლისო. | |
ერთხელ შეჯდა მწყერი ხეზე და მაშინაც ტოტი ჩამოუტყდაო. | |
ჯოხს რომ აიღებ, ქურდი კატა მაშინვე გაიპარებაო. | |
ერთ კაცს პარკში სტენიდნენ და ის ტომარაშიც არ ეტეოდაო. | |
ერთი თხისკენ, მეორე მგლისკენ. ცნობილი ადამიანების ძალიან ბრძნული გამონათქვამები (ნაწილი I ) სტატიაში წარმოგიდგენილია ცნობილი ადამიანების ბრძნულ გამონათქვამთა ერთ-ერთი საუკეთესო კრებული.. ბევრ თქვენგანს ღრმად დააფიქრებს, ბევრს სასიმოვნოდ განანათლებს, საერთო ჯამში - ისიამოვნებთ:
პლატონი
◦ ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა. ◦ ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთბინებაა.
◦ ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია
◦ სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
◦ იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.
◦ სიმართლეს ბევრი მომხრე ყავს, მაგრამ ცოტა დამცველი.
უილიამ შექსპირი
◦ უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე.
◦ ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგან ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით.
ბერდნარდ შოუ
◦ ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.
◦ გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.
◦ არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა.
◦ პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება, ხოლო ოპტიმისტი იცინის იმიტომ, რომ ბევრი რამ დაივიწყოს.
◦ ვინც იცის, აკეთებს, ვინ არა - სხვას ასწავლის.
ჯორჯ ვაშინგტონი
◦ ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე ბევრს იხდის.
ლეონარდო და ვინჩი
◦სიბრძნე-გამოცდილების ასეულია.
ვოლტერი
◦ მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებათ, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ.
◦ ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისი ქენჯნას, ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო.
◦ საუკეთესო კარგის მტერია.
ალექსანდრე დიუმა უფროსი
◦ რა ლამაზადაც უნდა ილაპარაკოს ადამიანმა, თუ ის ბევრს ლაპარაკობს, ბოლოს მაინც სისულელეს იტყვის.
◦ ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად, ნურც ნაკლებად, ვიდრე იგი ღირს, რადგან იგი კარგი მსახურია და ცუდი ბატონი.
აგატა კრისტი
◦ ყველაზე დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის მართალია.
ვუდი ალენი
◦ ლომს და კრავს შეუძლიათ ერთად დაწვნენ, მაგრამ მეეჭვება კრავმა კარგად გამოიძინოს.
არისტოტელე
◦ ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა
|
პიერ ბომარშე
◦ ცოცხლობდე-ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე-ნიშნავს ცოცხლობდე.
ჟან დე ლა ბრუიერი
◦ ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, ხოლო ვინც აზროვნებს-კომედიაა.
ჯონ ლენონი
◦ ცხოვრება არის ის, რაც შენს ირგვლივ ხდება, მანამ სანამ შენ ცხოვრებას გეგმავ.
ალბერ კამიუ
◦ მსოფლიოში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.
პიერ ბუასტი
◦ წყენა ქვიშაზე ჩაწერეთ, მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ.
პოლ ვალერი
◦ ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
თაგორი
◦ ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე - სიკეთე ვქნაო, დრო აღარ რჩება იმისთვის, რომ კეთილი იყოს.
პემ ბრაუნი
სიყვარული ხიზილალაა და საქორწინო ტორტი, ხენდრო და ტკბილი კრემი. სიყვარული შამპანიურია, მეგობრობა კი ახლადგაომცხვარი პური, ახალგადღვებილი კარაქი, გლეხური პური და ორისათვის შემოდგმული ჩაიდანი. რა თქმა უნდა, სჯობს, ორივე გქონდეს, მაგრამ მეგობრობას უფრო ჩაატან გემოს.
ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები.
"ბედნიერი სიცოცხლე არ არსებობს, არსებობს ბედნიერი წუთები!" ნიკოლა სებასტიან დე შამფორი
"ძალაინ ცოტა ადამიანს, თანაც, ყველაზე შესანიშნავებს, შეუძლიათ, უბრალოდ და გულახდილად თქვან: არ ვიცი!" დიმიტრი პისარევი.
"პოლიტიკოსი უნდა უსმენდეს მასებს, მაგრამ მათი ბაგეებით არ უნდა საუბრობდეს." ჯორჯ ვაშინგტონი
"ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე მეტს იხდის." ჯორჯ ვაშინგტონი
"სიბრძნე - გამოცდილების ასულია." ლეონარდო და ვინჩი
"თუ შენი მეტოქის დიდება მოსვენებას არ გაძლევს, ეცადე საქმით აჯობო მას და ამით გადაუხდი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის." ვოლტერი
"მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ." ვოლტერი
"შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ." ვოლტერი
"ადმიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული საქციელის გამო." ვოლტერი
"საუკეთესო კარგის მტერია." ვოლტერი
"სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი." უილიამ შექსპირი
"უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენ ღირსებას აგრე ხშირად რომ არ ახსენებდე." უილიამ შექსპირი
"ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვით." უილიამ შექსპირი
"ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია." ბერნარდ შოუ
"ჭკვიანები ეგუებიან სამყაროს, სულელები კი ცდილობენ, სამყარო შეიგუონ, ამიტომ სწორედ სულელები ცვლიან სამყაროს და ცვლიან ისტორიას." ბერნარდ შოუ
"არც ერთი კითხვა არ არის იმდენად რთული, რამდენადაც ის, რომელზეც პასუხი აშკარაა." ბერნარდ შოუ
"პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება. ოპტიმისტი კი იცინის, რომ ზოგი რამ დაივიწყოს." ბერნარდ შოუ
"ვინც იცის, აკეთებს, ვინც არა - სხვას ასწავლის." ბერნარდ შოუ
"ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა."
"ყოველგვარი სიბრძნის საფუძველი მოთმინებაა." პლატონი
"ერთდროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი, შეუძლებელია." პლატონი
"სიხარულიც და მწუხარებაც იმით გვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას." პლატონი
"იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია - ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი." პლატონი
"სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი." პლატონი
"ექვსი წლის ასაკში მე მსურდა, ვყოფილაიყავი მზარეული, შვიდი წლისა ვოცნებობდი, გავმხდარიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები მას შემდეგ იზრდება. ახლა მე მსურს ვიყო სალვადორ დალი." სალვადორ დალი
"ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შეშლილს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შეშლილი." სალვადორ დალი
"სრულყოფილების ნუ გეშიანიათ, ის თქვენ ოდნავადაც არ გემუქრებათ."
"განსაცვიფრებელი ფაქტია, რომ გენიალური ადამიანების უმრავლესობას შესანიშნავი დედები ჰყავდათ, რომ მათ დედებისგან გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე მამებისაგან." ჰენრი თომას ბოკლი
"ყოველივე მშვენიერი ადამიანში მზის სხვივებსა და დედის რძისგანაა; აი, რა გვმსჭვალავს ჩვენ სიცოცხლის სიყვარულით." მაქსიმ გორკი
"დედა მუცლით ატარებს შვილს სულ ცხრა თვეს, დედა ხელით ატარებს შვილს, ვიდრე ფეხზე დადგება, დედა გულით ატრებს შვილს, შემდგომ, მთელი სიცოცხლე." ფრიდრიხ ფონ ლოგაუ
"ჩვენ გვიყვარს ცოლიც, დაც, მამაც, მაგრამ უბედურებისას ვიხსენებთ დედას." ნიკოლოზ ნეკრასოვი
"ქალი სუსუტია, მაგრამ დედაა ძლიერი." ვიქტორ ჰიუგო
"ბევრ მამაკაცს თავი ღმერთი ჰგონია და ავიწყდება, რომ ბევრი ქალი ათეისტია." მერლინ მონრო
"არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ეს სამყარო მამაკაცების იყოს, მთავარია მე დავრჩე ქალად." მერლინ მონრო
"არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ვიცი, რომ მეოთხე მსოფლიო ომში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება." ალბერტ აინშტაინი
"ლომსა და კრავს ერთად შეუძლიათ დაწვნენ დასაძინებლად, მაგრამ საეჭვოა, რომ კრავმა კარგად გამოიძინოს." ვუდი ალენი
"ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა". არისტოტელე
" ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივი სიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად." არისტოტელე
"ცოცოხლობდე - ნიშნავს იბრძოდე, იბრძოდე - ნიშნავს ცოცხლობდე." პიერ ბომარშე
"სასაცილოა, ბერიკაცი რომ ყმაწვილობდეს და საბრალოა, რო ჭაბუკი ბერიკაცობდეს!" ნიკოლოზ ბარათაშვილი
"მუსიკა ხალხის მოთხოვნილებაა." ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
"დუმილი თანხმობის ნიშანია, ან შედეგი იმისა, რომ თქვენ არავინ გისმენთ." ბესარიონ ბელინსკი
"მიზნის მისაღწევად ცოდნაზე არანაკლებ საჭიროა საქმიანობა." პიერ ბომარშე
"ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა, ხოლო მეგობარი - ნაწილია ჩვენი სულისა." არისტოტელე
"ზნეობა ფილოსოფიის ის ნაწილია, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ და მხოლოდ მცირეოდენს თუ ასრულებენ." ბესარიონ ბელინსკი

კარგად შედგენილი მასალაა,გმადლობთ სიამოვნებით გავიზიარებ
ReplyDelete