სამოდელო გაკვეთილი


                                სამოდელო  გაკვეთილის   გეგმა

მასწავლებელი
ელისო ბერაძე
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი
მე-5(დაწყებითი საფეხური)
თემა
ბუნება და ადამიანი
ჩატარების თარიღი
  1 მაისი
გაკვეთილის ხანგრძლივობა
60 წუთი
მოსწავლეთა   პროფილი
13    მოსწავლე
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან.

გაკვეთილის ტიპი
გამჭოლი კომპეტენცია:წიგნიერება,მედიაწიგნიერება,სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება.

გაკვეთილის მიზანი
მასწავლებლის მიერ შეთავაზებული აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები შეძლებენ
·  ადამიანის ბუნებისადმი ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერებას
    ვაჟა-ფშაველას მოთხრობის- „შვლის ნუკრის ნაამბობის,ზალტენის--,,ბემბისა“და ირ.ევდოშვილის ,,უბედური ქორბუდას“მიხედვით.
·         მოსწავლეებმა შეძლებენ ნაწარმოებების მხატვრული თავისებურებაზე დაკვირვებას. შინაარსობრივ და საანალიზო კითხვებზე პასუხების გაცემა,
მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სიმულაციის საშუალებით ერთსა და იმავე პრობლემას რამდენადმე განსხვავებულად შეხედავენ,განივითარებენ ემპათიის გრძნობას, შეძლებენ ინფორმაციისა და გამოცდილების როლური თამაშით გადმოცემას.
შექმნიან პლაკატებს,რომლებითაც გამოხატავენ თავიანთ განწყობას თემისადმი(,,ბუნება და ადამიანი“).

მედიაწიგნიერების მიზნები:  მოსწავლეები შეძლებენ მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, მულტიმედიური საშუალებების  კრიტიკულ ანალიზსა და განხილვა.  მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება (ინფორმაციისგაფილტვრა“) ,მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება. მოსწავლეები შეძლებენ მედია რესურსი გამოიყენონ ცოდნის გასაღმავებლად,კრიტიკული აზროვნების დასახვეწად .

ესგ-ს სტანდარტი
V 1. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საინფორმაციო ტექსტებში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.);
V 1.ნაწარმოების პერსონაჟს წარმოადგენს სხვადასხვა კუთხით;
V 2.გამოდის წყვილის, ჯგუფის მომხენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს თანაგუნდელების საერთო აზრს;
V 7. ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა;
V 8. განარჩევს მთავარ და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს; განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
V 9. ამოიცნობს და ასახელებს მარტივ მხატვრულ სიმბოლოებს.
ქარ. V. 11.
·         ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის ილუსტრაციას/ილუსტრაციებს (შესაძლებელია, კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით); ახსნის, რა კავშირშია მის მიერ შექმნილი ილუსტრაცია/ილუსტრაციები ტექსტთან ან ტექსტის ცალკეულ ეპიზოდთან;

წინარე ცოდნა:
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ვაჟა-ფშაველას,,შვლის ნუკრის ნაამბობი“,რ,ინანიშვილის ,,მუხა“,წაიკითხეს ზალტენის,,ბემბი“და ინტენეტით ნახეს ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილი მულტფილმი.


გამოყენებული რესურსები
მულტიმედიური რესურსები:
ვიდეოსიუჟეტი-,იმედის დრო ბრაკონიერების წინააღმდეგ’’
https://www.youtube.com/watch?v=hKTlYM6aR4c

ინტერნეტსტატია-,,სხვიტორში შველი გადაარჩინეს’’
ttp://www.iprhess.ge/new/55413-skhvitorshi-shveli-gadaarchines

მასწავლებლის მიერ მომზადებული რესურსი-ვიდეორგოლი-ირ.ევდოშვილის ,,უბედური ქორბუდას“მიხედვით.

სოფიკო ლობჟანიძეროლური თამაში _ თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი

ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო,მე-5 კლასი(ვ.როდონაია და სხვ.)
გამოსაძახებელი ჩხირები,ფურცლები,კალმები,კომპიუტერი,პროექტორი.


კლასის ორგანიზების ფორმები
საერთო-საკლასო,ჯგუფური.
შეფასება და თვითშეფასება
განმავითარებელი და განმსაზღვრელი,შეფასდება პრეზენტაცია,გაკვეთილზე ჩართულობა,სიმულაცია,ჯგუფური მუშაობა,გამოიყენება მოსწავლეებთან ერთად შემუშავებული შეფასების რუბრიკები,რომლებიც თან ერთვის გეგმას,თვითშეფასების ცხრილი,მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის შეფასება.
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა I (2-3 წთ)
საორგანიზაციო საკითხები-გაკვეთილის თემის,მიზნის გაცნობა.,ქცევის წესების შეხსენება.
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებისთვის პოზიტიური საგაკვეთილო გარემოს შექმნა.


აქტივობა მე-2--წინარე ცოდნის გააქტიურება    (5წთ)
კითხვა-პასუხის მეთოდის საშუალებით
მიზანი:დასმული კითხვების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ წინარე ცოდნის გააქტიურებას,რაც მოამზადებს ნიადაგს მომდევნო აქტივობაზე თანმიმდევრულად გადასასვლელად.
აქტივობის აღწერა:

მასწავლებელი მოსწავლეებს ყურადებას მიაქცევინებს გაკვეთილის სათაურზე და ვთხოვ ,განმარტონ,რა დამოკიდებულებაა ბუნებასა და ადამიანს შორის?
რომელ მოთხრობებს გაიხსენებენ,რომელებშიც ადამიანი უხეშად ერევა ბუნებაში?
რა არის ამ მოთხრობებში საერთო და რა-განმასხვებელი?
როგორ აფასებენ ცხოველები ადამიანის ქცევას?
რა თვისებებით გამოირჩევა ადამიანი?
რომელ პირშია თხრობა აღნიშნულ მოთხრობებში?
რატომ მიმართავს ვაჟა 1-ლ პირში თხრობას?
თუ ნანობენ ადამიანები ჩადენილ დანაშაულს?

 შესწავლილი მოთხრობებიდან თუ გაიხსენებთ,რომ ადამიანს გაუჩნდა სინანულის გრძნობა?
თუ ჩანს აღნიშნულ მოთხრობაში სიყვარულის,სითბოს გამოხატვა ბუნების მიმართ?
აქტივობა მე-3 (5-6წთ)     
მოსწავლეებისთვის მასწავლებლის მიერ მომზადებული ვიდეორესურსის ჩვენება.
მიზანი:მოსწავლეები შეძლებენ მოტივაციის ამაღლებას,წინარე ცოდნის დაკავშირებას ნანახ რესურსთან.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები ნახავენ ვიდეორგოლს,რომლის შემდეგაც ვთხოვ,პარალელი გაავლონ ნასწავლ მასალასთან.

აქტივობა მე-4-მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ორ მულტიმედიურ რესურსს:
1.ვიდეოსიუჟეტი-,იმედის დრო ბრაკონიერების წინააღმდეგ’’

2.ინტერნეტსტატია-,,სხვიტორში შველი გადაარჩინეს’’
დრო--12წუთი
მიზანი--ნანახი სიუჟეტების შედარება-შეპირისპირების გზით მოსწავლეები შეძლებენ წინარე და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გაანალიზებას, გამოიმუშავებენ მულტიმედიური საშუალებებიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრების უნარს.,შეძლებენ კოგნიტური უნარების განვითარებას.გამოიმუშავებენ პირად პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე პროცესების მიმართ
აქტივობის აღწერა--სიუეტისა და სტატიის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლის მიერ დასმული კითხვების საშუალებით ცდილობენ ნანახის შედარება-შეპირისპირებას,რა ამსგავსებს და განასხვავებს მულტიმედიურ რესურსებს?რომელი მოთხრობების პერსონაჟებს გვანან სიუჟეტსა და სტატიაში აღწერილი რეალური ადამიანები?ნანახიდან გამომდინარე-განსხვავდებიან თუ არა უწინდელი მონადირეები და 21-ე საუკუნის ბრაკონიერები ერთმანეთისაგან?
აქტივობა მე-6-როლური თამაში-სიმულაცია- 15წუთი
მიზანი:·სხვადასხვა პერსონაჟის როლის თამაშით მოსწავლეები ერთსა და იმავე პრობლემას რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედავენ, რაც მათ თვალსაწიერსა და მაღალ სააზროვნო უნარებს განუვითარებს;
·ემაპათიის/თანაგანცდის უნარის განვითარება.მოსწავლეები შეძლებენ:
·თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას; 
·ინფორმაციისა და გამოცდილებების როლური გათამაშებით გადმოცემას; 
·შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
·ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებას; 
·კომუნიკაციური უნარების განვითარებას; 
·შესაძლო პერსპექტივების წარმოსახვას;
·თვითრეფლექსიას; 
·თვითრეალიზებას.
მთელი კლასის აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს წინასწარ იციან,რომელი როლის შესრულება მოუწევთ-ისინი სიმულაციით წარმოადგენენ სასამართლო პროცესს--ბრალდებული--მონადირე,ბრალმდებელი-ნუკრი,განაჩენის გამომტანი- მოსამართლე.კითვების დამსმელი--მოსამართლესთან ერთად ჟურნალისტები.
აქტივობა მე-7----12წუთი
შექმნან წაკითხული მოთხრობებზე ან გაკვეთილზე გაცნობილ მულტიმედიურ რესურსებზე დაყრდნობით ილუსტრაცია ან პლაკატი ფერადი ფანქრებით ან კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით(ჯგუფების არჩევანის მიხედვით).
მიზანი:მთელი კლასის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებშისაკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის  - სიტყვიერ ტექსტსა და მულტიმედიურ რესურსებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების  უნარი.
აქტივობის არწერა:
   3 ჯგუფად დაყოფილი მოსწავლეები საკუთარ ნააზრევსა და განცდილზე დაყრდნობით ქმნიან ილუსტრაციას,პლაკატებს ფერადი ფანქრებისა და კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით. ჯგუფების მიერ არჩეული პრეზენტატორები ახსნიან, რა კავშირშია მათ მიერ შექმნილი, გაკვეთილის თემასთან   ან ნანახი მულტიმედიური რესურსების რომელიმე ეპიზოდთან.
მე-8     აქტივობა---საშინაო დავალება(2 წთ)
მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ,დაწერონ მცირე მოცულობის ესე--,,ბუნება და ადამიანი“,რომლითაც გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას აღნიშნული თემისადმი.
მიზანი:გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება,მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და კრიტიკული აზროვნების დახვეწა.
აქტივობა მე-8 -შეფასება(5 წუთი)
მიზანი-მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა ცოდნის დონის განსაზღვრა,მათი ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენა,მოსწავლეები შეძლებენ თვითშეფასებით,ერთმანეთის შეფასებით მონიტორინგი გაუწიონ სწავლის პროცესს ,თანაკლასელებისაგან მირებული უკუკავშირის მეშვეობით აიმაღლონ მოტივაცია.

აქტივობის აღწერა:
  მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს უკვე წინასწარ განხილული შეფასების რუბრიკების გამოყენებით.ასევე მოსწავლეები ჯგუფებში ავსებენ თვითშეფასების ცხრილს-,,ვიცი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე“
ასევე განმავითარებელ შეფასებას აძლევენ,აფასებენ ერთმანეთს.







No comments:

Post a Comment

ჩემო მოსწავლეებო,მიგითითეთ დაპირებული მხატვრული ლიტერატურა. იმედია ,ბევრ წიგნს წაიკითხავთ და აიმაღლებთ თქვენი ცოდნის დონეს. ველოდები ...