Saturday, 10 November 2018

გაკვეთილის გეგმა




მასწავლებლის სახელი, გვარი, პ|/ნ                         ელისო ბერაძე  18001027267
საგანი                                                                         ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი                                 მე-9,საბაზო საფეხური
გაკვეთილის თემა                                                   სამშობლო და მამულიშვილი
                                                              ( აკ.წერეთლის  ,,განთიადის “იდეურ-თემატური ანალიზი)

გაკვეთილის მიზანი  ----------მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება, საპრეზენტაციო უნარების განვითარება, კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ტექსტზე მუშაობის უნარების განვითარება, ლექსის მთავარი სათქმელის გარკვევა, ავტორის მიერ გამოყენებულ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე დაკვირვება.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)







გამოწვევის ფაზა




1
საორგანიზაციო საკითხები ,გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების რუბრიკების, ქცევის წესების  გაცნობა.

საერთო-საკლასო
შეფასების რუბრიკები, ქცევის წესები(კედელზეა გაკრული)
2-3
წუთი
2
მასწავლებელი შეკითხვებს უსვამს მთელ კლასს:
1.რატომ დაწერა აკაკიმ ,,განთიადი?“
2.ვის მიუძღვნა პოეტმა ეს ლექსი?
3.ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი და რა ვიცით მის შესახებ?
4.სად არის იგი დასაფლავებული?
5.როგორ დაიტირეს ქართველებმა დიმიტრი ყიფიანი?

კითხვა-პასუხის მეთოდი
საერთო-საკლასო
გამოსაძახებელი ჩხირები
3-4 წუთი
3
საშინაო დავალება
მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ 2 ჯგუფად,1-ლ ჯგუფს უნდა წარმოედგინა სლაიდშოუ,მე-2 ჯგუფს უნდა შეექმნა გაზეთი, რომელიც მიეძღვნებოდა აკაკის პატრიოტულ ლირიკას
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
სლაიდ შოუ
კომპიუტერი
პროექტორი
მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთი.
8 წუთი

შინაარსის რეალიზება




4
მასწავლებელი მინილექციის საშუალებით მიაწოდებს მოსწავლეებს ახალ მასალას, მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით ლექციის დასაწყისში მათ ასმენინებს ,,ოქროს ფონდის “ჩანაწერს, აკაკისეული ,,განთიადის“
დეკლამაციას, შემდეგ მოსწავლეებს განუმარტავს ლექსის სათაურს და ცისკრის ვარსკვლავის  ალუზიურ  მნიშვნელობას, ისაუბრებს ლექსის მთავარ სათქმელსა და ავტორის მიზანდასახულობაზე ,მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე ,რომლებსაც პოეტი იყენებს მთავარი სათქმელის რეალიზებისათვის.
ლექციური   მეთოდი
საერთო-საკლასო
მე-9 კლასის სახელმძღვანელო
8 წუთი
5
ჯგუფებს ეძლევათ სამუშაო
1-ლი-ჯგუფი-გააანალიზეთ ლექსის მთავარი სათქმელი და პარალელი გაავლეთ თქვენ მიერ ნასწავლ სხვა ნაწარმოებებთან.
დაახასიათეთ ლექსის ლირიკული გმირი და განსაზღვრეთ მისი სულიერი მდგომარეობა
მე-3 ჯგუფი-ამოიწერეთ ლექსიდან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები და განუსაზღვრეთ ფუნქცია.
მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას.
ჯგუფური მუშაობა






დემონსტრირების მეთოდი
ჯგუფური
ფურცლები, კალმები, სახელმძღვანელო ,ფლიფჩარტები, მარკერები.
10 წთ.

რეფლექსია




6
მოსწავლეები წარმოადგენენ დუმბაძის მინიატურას-,,მაინც რა არის სამშობლო“ და პარალელს გაავლებენ აღნიშნულ ლექსთან, მთავარ სათქმელსა და მიზანდასახულობასთან. განზოგადების ი გზით დაუკავშირებენ თანამედროვეობას.
დემონსტრირების მეთოდი


ინდუქციური მეთოდი

ჯგუფური


საერთო-საკლასო

8 წუთი
7
საშინაო დავალებად
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, დაწერონ ესე-,,რას ნიშნავს ჩემთვის მამულიშვილობა“
წერითი მუშაობის მეთოდი.
საერთო-საკლასო
რვეული
კალამი
2წუთი
8
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს უკვე წინასწარ განხილული შეფასების რუბრიკების ცხრილს-,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“
ასევე განმავითარებელ  შეფასებას აძლევენ ერთმანეთს.

საერთო-საკლასო
ფურცლები, კალმები
3წუთი


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ქართ.მე-IX.6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ და სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის გააანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვა.
ქართ.მე-IX.7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების მოძიება ტექსტის ანალიზისას.
ქართ.მე-IX.8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის  შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
შეფასება--შეფასების რუბრიკები და თვითშეფასების ცხრილი თან ერთვის სქემას. მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
ხელმოწერა                                 ე.ბერაძე
თარიღი                                     21.10 18.

No comments:

Post a Comment

ჩემო მოსწავლეებო,მიგითითეთ დაპირებული მხატვრული ლიტერატურა. იმედია ,ბევრ წიგნს წაიკითხავთ და აიმაღლებთ თქვენი ცოდნის დონეს. ველოდები ...