ელისო ბერაძის საგანმანათლებლო ბლოგი
ბლოგი არის ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალება .ის აქტიურად მუშაობს და მოიცავს ვრცელ, არსებით ინფორმაციასაც და განსაზღვრებებს საგნის სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით.აქ არის განთავსებული ტესტები, წიგნიერების კალენდარული გეგმების ნიმუშები,საკონფერენციო თემები და სხვა. ელექტრონული რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და კოლეგებს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესის მიზნების მიღწევაში.
Pages
- Home
- ჩემი რეზიუმე
- სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები
- სადამრიგებლო პროგრამა
- თემატური გეგმები
- შეფასების რუბრიკები
- ჩემი მოსწავლეები
- ტესტები
- სასწავლო ელექტრონული რესურსები
- ტესტები ეროვნული გამოცდებისათვის
- სამოდელო გაკვეთილი
- პროექტები
- ჩემი პრაქტიკის კვლევა
- შემაჯამებელი დავალებების ანალიზი
- სასკოლო კლუბი
- სასკოლო წრე
- საბავშვო ლიტერატურა
- ანდაზები და ბრძნული გამონათქვამები
Monday, 24 June 2019
Saturday, 10 November 2018
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პ|/ნ ელისო ბერაძე 18001027267
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი მე-9,საბაზო საფეხური
გაკვეთილის თემა
სამშობლო და მამულიშვილი
( აკ.წერეთლის
,,განთიადის “იდეურ-თემატური
ანალიზი)
გაკვეთილის მიზანი
----------მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება, საპრეზენტაციო უნარების
განვითარება, კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ტექსტზე მუშაობის
უნარების განვითარება,
ლექსის მთავარი სათქმელის გარკვევა, ავტორის მიერ გამოყენებულ
მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე დაკვირვება.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
გამოწვევის ფაზა
|
|||||
1
|
საორგანიზაციო საკითხები ,გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების
რუბრიკების, ქცევის
წესების გაცნობა.
|
საერთო-საკლასო
|
შეფასების რუბრიკები, ქცევის წესები(კედელზეა გაკრული)
|
2-3
წუთი
|
|
2
|
მასწავლებელი შეკითხვებს უსვამს მთელ კლასს:
1.რატომ დაწერა აკაკიმ ,,განთიადი?“
2.ვის მიუძღვნა პოეტმა ეს ლექსი?
3.ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი და რა ვიცით მის შესახებ?
4.სად არის იგი დასაფლავებული?
5.როგორ დაიტირეს ქართველებმა დიმიტრი ყიფიანი?
|
კითხვა-პასუხის მეთოდი
|
საერთო-საკლასო
|
გამოსაძახებელი ჩხირები
|
3-4 წუთი
|
3
|
საშინაო დავალება
მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ 2 ჯგუფად,1-ლ ჯგუფს უნდა წარმოედგინა სლაიდშოუ,მე-2
ჯგუფს უნდა შეექმნა გაზეთი, რომელიც მიეძღვნებოდა აკაკის პატრიოტულ ლირიკას
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
სლაიდ
შოუ
კომპიუტერი
პროექტორი
მოსწავლეების მიერ შექმნილი გაზეთი.
|
8 წუთი
|
შინაარსის რეალიზება
|
|||||
4
|
მასწავლებელი მინილექციის საშუალებით მიაწოდებს მოსწავლეებს ახალ მასალას, მათი
მოტივაციის ამაღლების მიზნით ლექციის დასაწყისში მათ ასმენინებს ,,ოქროს ფონდის “ჩანაწერს, აკაკისეული
,,განთიადის“
დეკლამაციას,
შემდეგ მოსწავლეებს განუმარტავს ლექსის სათაურს და ცისკრის ვარსკვლავის ალუზიურ მნიშვნელობას, ისაუბრებს
ლექსის მთავარ სათქმელსა და ავტორის მიზანდასახულობაზე ,მხატვრულ-გამომსახველობით
საშუალებებზე ,რომლებსაც
პოეტი იყენებს მთავარი სათქმელის რეალიზებისათვის.
|
ლექციური მეთოდი
|
საერთო-საკლასო
|
მე-9 კლასის სახელმძღვანელო
|
8 წუთი
|
5
|
ჯგუფებს ეძლევათ სამუშაო
1-ლი-ჯგუფი-გააანალიზეთ ლექსის მთავარი სათქმელი და პარალელი გაავლეთ
თქვენ მიერ ნასწავლ სხვა ნაწარმოებებთან.
დაახასიათეთ ლექსის ლირიკული გმირი და განსაზღვრეთ მისი სულიერი მდგომარეობა
მე-3 ჯგუფი-ამოიწერეთ ლექსიდან მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები
და განუსაზღვრეთ ფუნქცია.
მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას.
|
ჯგუფური მუშაობა
დემონსტრირების მეთოდი
|
ჯგუფური
|
ფურცლები, კალმები, სახელმძღვანელო ,ფლიფჩარტები, მარკერები.
|
10 წთ.
|
რეფლექსია
|
|||||
6
|
მოსწავლეები წარმოადგენენ დუმბაძის მინიატურას-,,მაინც რა არის სამშობლო“
და პარალელს გაავლებენ აღნიშნულ ლექსთან, მთავარ სათქმელსა და მიზანდასახულობასთან.
განზოგადების ი გზით დაუკავშირებენ თანამედროვეობას.
|
დემონსტრირების მეთოდი
ინდუქციური მეთოდი
|
ჯგუფური
საერთო-საკლასო
|
8 წუთი
|
|
7
|
საშინაო დავალებად
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს, დაწერონ ესე-,,რას ნიშნავს ჩემთვის
მამულიშვილობა“
|
წერითი მუშაობის მეთოდი.
|
საერთო-საკლასო
|
რვეული
კალამი
|
2წუთი
|
8
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს უკვე წინასწარ განხილული შეფასების
რუბრიკების ცხრილს-,,ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“
ასევე განმავითარებელ შეფასებას
აძლევენ ერთმანეთს.
|
საერთო-საკლასო
|
ფურცლები, კალმები
|
3წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები
ქართ.მე-IX.6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ და სადავო
საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის გააანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების
გამოხატვა.
ქართ.მე-IX.7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი
საშუალებების მოძიება ტექსტის ანალიზისას.
ქართ.მე-IX.8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
შეფასება--შეფასების რუბრიკები და თვითშეფასების ცხრილი
თან ერთვის სქემას. მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
ხელმოწერა ე.ბერაძე
თარიღი 21.10 18.
პროექტი-აკაკი წერეთელი
პროექტის სახელწოდება
|
აკაკი--,,საქართველოს ბულბული“
|
პროექტის მთავარი თემა
|
,,ვინც თავის მამულს სულსაც არ სწირავს, იმას არ ჰქვია მამულიშვილი“
|
პროექტის აქტუალურობა
|
ამ
სასწავლო პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიაზრებენ რომ „საქართველოს ბულბული“
არა მარტო ახალი ქართული ენის ერთ–ერთი ფუძემდებელია ,არამედ დიდი პატრიოტიც, რომელიც
მზად იყო სულიც კი შეეწირა ქვეყნისთვის, აღეძვრებათ მოტივაცია უფრო კარგად გაეცნონ აკაკი წერეთლის აქამდე
მათთვის უცნობ პატრიოტულ ლირიკას, მის პუბლიცისტიკას, რომელიც ქართველთა
დამღუპველ სენს-გათიშულობა ,,ეძღვნება’’, რაც, სამწუხაროდ ,დღესაც საკმაოდ
აქტუალური პრობლემაა.
|
მონაწილეთა ასაკი
|
14-15 წელი
|
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
აკაკი წერეთლის ნაწარმოებები ,ფურცლები, კალმები, პროექტორი, კომპიუტერი,
ფორმატის ფურცლები, მიკროავტობუსი, ციფრული აპარატი, საგზალი.
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
2 კვირა
|
მოსალოდნელი შედეგები ,რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები შეძლებენ ,უფრო ახლოს გაეცნონ აკაკი წერეთლის
პიროვნებასა და შემოქმედებას ,განუვითარდებათ
ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობითი უნარები, ასევე აღეძვრებათ აკაკი
წერეთლის თანამოკალმეთა შემოქმედების შესწავლის მოტივაცია. განუვითარდებათ კითხვის,
აზროვნების, წერის, ისტ–ის გამოყენების უნარები.
|
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
|
მომზადდეს და ჩატარდეს ღონისძიება
„საქართველოს ბულბული“
1. ღონისძიების მომზადება
2. ღონისძიების ჩატარება
3.გაზეთის გამოშვება
მოსწავლეთა მიერ, რომელიც მიეძღვნება
აკ. წერეთლის შემოქმედებას
4. მოეწყოს ექსკურსია აკაკის მშობლიურ მხარეში– საჩხერეში, სავანესა და
სხვიტორში
5. ჩატარებული მუშაობის შეჯამება, დისკზე ჩაწერა
|
კავშირი სხვა საგნებთან და ესგ-თან
|
ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა.
ქართ. IX. 6.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
წერა
ქართ. IX. 9.
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ელისო ბერაძე
|
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა
|
nikolozi005@mail.ru
|
Subscribe to:
Posts (Atom)
ჩემო მოსწავლეებო,მიგითითეთ დაპირებული მხატვრული ლიტერატურა. იმედია ,ბევრ წიგნს წაიკითხავთ და აიმაღლებთ თქვენი ცოდნის დონეს. ველოდები ...
-
პროექტის სახელწოდება აკაკი--,,საქართველოს ბულბული“ პროექტის მთავარი თემა ,,ვინც თავის მამულს სულსაც არ ...
-
მასწავლებლის სახელი, გვარი, პ|/ნ ელისო ბერაძე 18001027267 საგანი ...
-
ჩემო მოსწავლეებო,მიგითითეთ დაპირებული მხატვრული ლიტერატურა. იმედია ,ბევრ წიგნს წაიკითხავთ და აიმაღლებთ თქვენი ცოდნის დონეს. ველოდები ...